Jump to content

Wikimedia UG Georgia/Annual Plan for 2020/ka

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
Wikimedia Community User Group Georgia


2020 სამოქმედო გეგმა


თბილისი, საქართველო
2019





შესავალი

[edit]

2020 წლის სამოქმედო გეგმა არის „ვმ საქართველოს“ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენილია „ორგანიზაციის“ „2020 წლის სტრატეგიული გეგმის“ შესაბამისად.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არის „ფონდ ვიკიმედიის“ მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც აშშ–ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს და მართავს ვიკიმედიის პროექტებს. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი (ინგლისურად: Wikimedia Community User Group Georgia) შეიქმნა 2015 წელს, საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებების ორგანიზებითა და მონაწილეობით.

გარდა იმისა, „ვმ საქართველო“ ხელს უწყობს ვიკიმედიის პროექტების შემუშავებას საქართველოში და ქართულ ენაზე, აგრეთვე „ვმ საქართველოს“ მიზანია ვიკიმედიის პროექტების განვითარება რეგიონალურ (კავკასიის) ენებზე, შესაბამისად ჩვენი გეგმები ამის მისაღწევად იქნება გამიზნული.

სტრატეგია

[edit]

ეს სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ პროგრამებს გაყოფილს ხუთ მთავარ მიზნად: 1) კონტენტის გაზრდა, 2) მონაწილეობის გაზრდა, 3) საზოგადოების მხარდაჭერა, განვითარება და ვიკიმედიის პოპულარიზაცია, 4) თანამშრომლობა „გლამ“-თან (გალერეები, ბიბლიოთეკები, არქივები, მუზეუმები), უნივერსიტეტებთან, საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და სხვა ვიკიმედიურ და არა ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან. ყველა ეს პროგრამა შემუშავებულია ვიკიმედიის პროექტების განვითარებისთვის, როგორც ქართულ, ისე სხვა ვიკიმედიის ენებზე.

ბოლო ორი წლის განმავლობაში (2017 წლიდან), „ვმ საქართველომ“ დაიწყო აქტიური პოპულარიზაცია ვიკიმედიის პროექტების საქართველოში და ვიკისაზოგადოების განვითარება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი პროგრამების დახმარებით ჩვენ შეგვეძლება უფრო აქტიურად განვავითაროთ ვიკიმედიის პროექტები საქართველოში და ჩვენს რეგიონში (კავკასია). ასევე ვიკიმედიაში მეტი მოხალისეების მოზიდვა.

წლიური გეგმა

[edit]

წლიური სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია 3 პროგრამაზე, რომლებიც არის:

  1. კონტენტის გაზრდა.
  2. მონაწილეობის გაზრდა.
  3. საზოგადოების მხარდაჭერა, განვითარება და ვიკიმედიის პოპულარიზაცია.

კონტენტის გაზრდა

[edit]

„ვმ საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ვიკიმედიის პროექტების შინაარსის (კონტენტის) გაზრდა (ყველაზე მნიშვნელოვანია ვიკიპედიის) ქართულ ენაზე. ამ მიზნის მისაღწევად, „ვმ საქართველო“ გამართავს სხვადასხვა კონკურსებს (სტატიათა კონკურსები, ფოტოკონკურსები, ვიკიმარათონი, ვიკიბანაკი) ქართულ ვიკიპედიაში და არა მხოლოდ. კონკურსები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე გაიმართება. 2019 წელს „ვმ საქართველომ“ 5 ასეთი კონკურსი გამართა. არსებული პროექტების გარდა, „ვმ საქართველო“ განახორციელებს ახალ პროექტებსაც.

ეს პროგრამა ორიენტირებულია ახალი შინაარსის დამატებაზე ვიკიმედიის პროექტებში. სხვადასხვა ონლაინ კონკურსები და საველე ექსპედიციები განკუთვნილია ამ მიზნის მისაღწევად. აქვე არსებობს გრძელვადიანი პროექტები, როგორიცაა ფოტოკონკურსები ვუძ-ი და ვუდ-ი და ვიკიგაზაფხული.

სტატიათა კონკურსი

ღია კონკურსი აღმოჩნდა ერთ–ერთი საუკეთესო გზა გამოვლენილი შინაარსობრივი ხარვეზების შესამცირებლად, აგრეთვე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ახალი შინაარსისა (კონტენტის) და ახალი რედაქტორების ვიკიპროექტებში მოსაზიდად. ეს ასევე იზიდავს იმ მომხმარებლებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებული დააჭირონ რედაქტირების ღილაკს ვიკიში, სანამ არ მიიღებენ მოტივაციას და არ დაიყებენ წერას იმ თემაზე, რომელიც მათ აინტერესებს ან იციან.

ჩვენ ვმართავთ კონკურსებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ა.შ., რომლებიც საბოლოოდ არ არის შინაარსობრივად გამართული ან საერთოდ არ არსებობს მათზე სრულყოფილი ინფორმაცია ქართულ ვიკიპედიაში. ეს უნიკალური შანსია ვიკიპედიის შინაარსის (კონტენტის) გაზრდა რთულ თემებზე, ასევე ვიკიმედიის პროექტებში მეტი მოხალისეების მოსაზიდათ, მათთვის შესაძლებლობების მიწოდებით.

2020 წელს ჩვენ გავაგრძელებთ სტატიათა წერით კონკურსების ორგანიზებას. ჩვენ უკვე დავგეგმეთ კონკურსების ჩატარებას გენდერის, კულტურის, ხელოვნების, მუსიკის და სხვა საკონკურსო თემაზე.

ფოტოკონკურსი

ჩვენ ვგეგმავთ კიდევ ერთხელ გავმართოთ ფოტოკონკურსი „ვიკის უყვარს ძეგლები“ 2020 საქართველოში, რომელიც ჩვენ წინა წლებშიც გავმართეთ. ყოველწლიურად სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სულ უფრო მეტ სურათს უღებენ ვიკიმედიის პროექტებში სტატიების საილუსტრაციოდ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები, მაგალითად, მთელი რაიონის ძეგლები ერთი სურათის გარეშე.

ფოტოკონკურსი „ვიკის უყვარს ძეგლები“ ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ჩვენ მას 2016 წლიდან ვატარებთ და მნიშვნელოვან შედეგს ვღებულობთ, როგორც ფოტოების, ასევე მონაწილეთა რაოდენობის ზრდისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით (მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საზოგადოების ინფორმირებას).

ვიკიმონაცემები საქართველოსთვის

ჩვენი სიახლე ამ წლისთვის არის ის, რომ „ფონდ ვიკიმედიის“ პროფესიონალი თანამშრომლების დახმარებით გავმართავთ ვიკიმონაცემების ტრენინგებს ქართულენოვანი (და არამარტო) ვიკიმედიის პროექტების რედაქტორებისთვის, რა დროსაც ისინი შეიძენენ ვიკიმონაცემებში მუშაობის ახალ უნარებს. ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული სტუმრები „ფონდ ვიკიმედიიდან“ და „ვიკიმონაცემების“ ადმინისტრატორები.

პროგრამის ამოცანები:

  • ვიკიმედიის კონტენტის განვითარება, რომელიც პრიორიტეტულია საზოგადოებისთვის.
  • ფოტოკონკურსების შინაარსის, ხარისხისა და რაოდენობის გაზრდა დაცული ბუნების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მხრივ.
  • ფოტოკონკურსის შედეგად შეძენილი კონტენტის გამოყენება ვიკიმედიის პროექტების ილუსტრირებისთვის, ამისათვის ვიკი-ტრენინგების ორგანიზება.
  • საერთაშორისო პროექტების ორგანიზება და მონაწილეობა.
  • ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების რედაქტორების უნარების გაზრდა და განვითარება.


პროგრამის განზომილება:

გაზომვის ერთეული სამიზნე რაოდენობა
კონკურსთა რაოდენობა 6
სულ მონაწილეები 90
ახლი რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 30
ახალი სტატიები 500
გაუმჯობესებული სტატიები 100

დრო:

  • მარტი 22 – მაისი 31: ვიკიგაზაფხული
  • თებერვალი 8 – მარტი 8: კონკურსი ქალები საქართველოდან
  • 1 ივლისი – 31 აგვისტო: ვიკიპედიის სამეცნიერო თვე
  • აგვისტო: ვიკიმონაცემები საქართველოსთვის
  • სექტემბერი 1 – 30: ვიკის უყვარს ძეგლები 2020
  • ოქტომბერი 2 – 31: ვიკის უყვარს კავკასია
  • ნოემბერი 1 – 30: ვიკიპედიის აზიის თვე

მონაწილეობის გაზრდა

[edit]

„ვმ საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ვიკიმედიის პროექტების მოხალისე რედაქტორების რაოდენობის გაზრდა. ვიკიმედიის პროექტებში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, პირველ რიგში ქართულენოვან პროექტებში, ჩვენთვის სტრატეგიული ხასიათისაა, რადგან ვიკიმედიის შინაარსის (კონტენტის) ზრდა და შექმნილი კონტენტის ხარისხი დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე.

ვცდილობთ სხვადასხვა ჯგუფებსა და პირებს, მათ შორის ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად წარმოდგენილებისთვის მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, მათთვის ტრენინგების ორგანიზებით, რომლებიც საბოლოოდ მიზნად ისახავს ვიკიმედიის მოძრაობაში მონაწილეთა რიცხვის გაზრდას. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საზოგადოებასთან, რომ ვიპოვოთ შესაძლებლობები მონაწილეობის გაზრდისა და ვიკიმედიის პროექტებში ახალბედა მომხმარებლებისთვის გარემოს გასაუმჯობესებლად. ეს ხორციელდება ინფორმაციული აქტივობებით, პარტნიორული ურთიერთობებით გარკვეულ ორგანიზაციებთან, ვიკი ინიციატივებით (მაგალითად, ვიკიმარათონებით და სტატიათა კონკურსებით). ამ აქტივობებს აქვთ პარალელური მიზნები, შინაარსის გაუმჯობესება და სამიზნე ჯგუფებისგან მეტი მონაწილეობის მოზიდვა.

ვიკიმედიის პროექტებში ახალი მოხალისეებისა და მონაწილეთა მოსაზიდად ჩვენ განვახორციელებთ შემდეგ პროექტებს:

  1. ჩვენ ჩავატარებთ აქტიურ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს სასწავლო დაწესებულებებში და დაინტერესებულ პირთათვის.
  2. ჩვენ ჩაატარებთ თემატურ შეჯიბრებებსა და ვიკიმარათონებს.
  3. ჩვენ მოვაწყობთ ადგილობრივ და რეგიონულ ვიკიბანაკებს.

ვიკიმარათონი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 102 წლის იუბილეს საპატივცემულოდ, 2020 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, „ვმ საქართველო“ მოაწყობს მარათონს ქართულ ვიკიპედიაში, რომლის მიზანი იქნება ვიკიპედიაში სტატიების შინაარსისა (კონტენტის) და ხარისხის ამაღლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

ვიკიბანაკები

ჩვენი გამოცდილება წინა პროექტებიდან, გვკარნახობს, რომ საუკეთესო გზა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად ვიკიმედიის პროექტებში არის ვიკიბანაკების გამართვა. 2019 წლის მარტში, ჩვენ გავმართეთ პირველი ასეთი ვიკიბანაკი და მის შედეგად ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ ასეთი ვიკიბანაკი როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ დონეზე, ძირითადად კავკასიის რეგიონის მონაწილეებისთვის. ჩვენი კოლეგების გამოცდილება „ვიკიმედია სომხეთიდან“ და სხვა ვიკიმედიის ორგანიზაციებიდან ამას ადასტურებს. ბანაკის მთავარი მიზანია ვიკიმედიის პროექტებში სამუშაოდ მეტი ადამიანის მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს ვიკიმედიის პროექტების განვითარებას.

2020 წელს „ვმ საქართველო“ 3 ვიკიბანაკს ჩაატარებს, რომელთაგან ერთი ადგილობრივი და ორი რეგიონალური იქნება. კონკრეტულად:

  1. პირველი ბანაკი გაიმართება 2020 წლის აპრილში, ახალგაზრდებისთვის. ვიკიბანაკის დროს ახალგაზრდები, შეიძენენ ვიკიპედიისა და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარებს. ახალგაზრდები შეისწავლიან ვიკი-ტექნოლოგიას და შემდეგ გამოცდილი ვიკიმედიელების მეთვალყურეობის ქვეშ დამოუკიდებლად შექმნიან და თარგმნიან სტატიებს ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში. ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას როგორც დამწყები მონაწილეები, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც მინიმალური ცოდნა აქვთ ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის.
  2. მეორე ვიკიბანაკი იქნება რეგიონალური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ვიკიმედიის მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ბანაკი ჩატარდება 2020 წლის ივნისის თვეში. ვიკიბანაკი არის სასწავლო ბანაკი, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეებისთვის ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის სწავლება. ბანაკის დროს მონაწილეები ავითარებენ და ამდიდრებენ ვიკიმედიის ერთ ან მეტ პროექტს უფრო გამოცდილი ვიკიმედიელების დახმარებით. ვიკიბანაკელები აუმჯობესებენ რედაქტირების, წერის, საუბრის, თარგმანის, კომუნიკაციის, კულტურულ და კომპიუტერულ უნარებს. ვიკიბანაკი ასევე დაეხმარება ვიკიმედიის მოძრაობის რეგიონულ წარმომადგენლებს გაამყარონ ურთიერთობები.

პროგრამის ამოცანები:

  • უფრო მეტი სტუდენტის ჩართვა ვიკიმედიის პროექტებში ტრენინგებისა და ბანაკების ორგანიზებით.
  • ვიკიპედიის, ვიკილექსიკონის და ვიკიმედიის სხვა პროექტების საშუალებით რეგიონის (კავკასია) ხალხის განათლება.
  • ვიკიმედიის პროექტების შინაარსის (კონტენტის) გაზრდა ქართულ ენაზე ონლაინ ვიკიმარათონების საშუალებით.

პროგრამის განზომილება:

გაზომვის ერთეული სამიზნე რაოდენობა
ბანაკთა რაოდენობა 2
ბანაკის მონაწილეთა რაოდენობა 90
ახლი რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 45
ახალი სტატიები 100

დრო:

  • მაისი 1 – მაისი 31: ვიკიმარათონი
  • აპრილი: ადგილობრივი ბანაკი
  • ივნისი: რეგიონალური ბანაკი თბილისში

საზოგადოების მხარდაჭერა, განვითარება და ვიკიმედიის პოპულარიზაცია

[edit]

2020 წელს, „ვმ საქართველო“ შექმნის ქვეყნის მასშტაბით ჩარჩოებს რეგიონალური და ადგილობრივი ჯგუფების წარმომადგენლობების მხარდასაჭერად, ადგილობრივ წარმომადგენლობებს ერქმევა „ვიკიკლუბი“. „ვმ საქართველო“ საშუალებას მისცემს ამ კლუბებს განახორციელონ საკუთარი პროექტები მათი ლოჯისტიკური, მატერიალური და ფინანსური დახმარებით. ეს მიზანი ასევე გულისხმობს დახმარებას ინდივიდუალური ავტორებისა და მოხალისეების საქართველოში.

„ვმ საქართველო“ გამოაქვეყნებს ოფიციალურ ჩარჩოს, რომელშიც შედის რეგიონალური ან ადგილობრივი კლუბის შესაქმნელად საჭირო პოლიტიკა და სახელმძღვანელო. ეს ჯგუფები ჩამოყალიბდება ქალაქის ან გეოგრაფიული ან კულტურული რეგიონის გარშემო, მაგრამ ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს კონკრეტული თემატიკის გარშემო, რათა შეიქმნას თემატური ჯგუფი საქართველოს შიგნით, როგორც „ვმ საქართველოს“ ნაწილი.

უნდა აღინიშნოს, რომ „ვმ საქართველოს“ აქტივისტები და წევრები 2016 წლიდან თავიანთ ქალაქებში ქმნიან ასეთ მცირე ადგილობრივ (ლოკალურ) კლუბებს, რათა ხელი შეუწყონ ვიკიმედიის პროექტების განვითარებას ქართულ ენაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს ლოჯისტიკური და მატერიალური რესურსები ამ ვიკიკლუბების საკმარისად განვითარებისათვის. ჩვენ, ჩვენი პროგრამის საშუალებით, ხელს შევუწყობთ მათ მხარდაჭერას და ახალი ვიკიკლუბების შექმნას.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორგანიზაციული განვითარებაა. ამ დროისთვის ჩვენი ორგანიზაცია მომხმარებელთა ჯგუფია და ჩვენი მიზანია გავხდეთ ვიკიმედიის ოფიციალური ორგანიზაცია (ჩაფტერი), რაც ასევე ხელს შეუწყობს ვიკიმედიის პროექტების საქართველოში პოპულარიზებას, რასაც დღემდე როგორც მომხმარებელთა ჯგუფი ვაკეთებთ. ამის მისაღწევად, ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა გზას.

საზოგადოებრივი შეხვედრები

პირისპირ შეხვედრების ორგანიზება მნიშვნელოვანია როგორც „ვმ საქართველოს“ წევრებისთვის, ასევე მთელი ვიკისაზოგადოებისთვის საქართველოში. ეს საშუალებას აძლევს გავაძლიეროთ ონლაინ თანამშრომლობა, ხელს უწყობს მოხალისეებს შორის სასარგებლო ქსელური კავშირების დამყარებას და ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას პრეზენტაციების, დისკუსიებისა და პირადი შეხვედრების ფორმატში. მოხალისეების გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ვიკისაზოგადოების განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ფართობის გამო. რეგიონებში კონფერენციების და სხვა სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას და ზრდას.

საქართველოს ვიკონფერენცია და წლიური საერთო კრება ორი ძირითადი ყოველწლიური ღონისძიებაა. პირველი ასეთი კონფერენცია გაიმართა 2018 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე გაიმართება 2019 წლის დეკემბერში. გარდა ამისა, „ვმ საქართველო“ ყოველწლიურად გამართავს ყოველწლიურ საერთო შეხვედრებს, ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრის მონაწილეობით, ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის.

სტიპენდიები

საერთაშორისო ღონისძიებებისთვის სტიპენდიების გაცემა საზოგადოების და ორგანიზაციული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია და არის ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა. კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებზე დასწრება საშუალებას აძლევს ადგილობრივი საზოგადოების წევრებს შექმნან და გაძლიერდნენ კავშირები, შეიძინონ ახალი ცოდნა და გააზიარონ იგი მათი მოხსენებების, შენიშვნებების, სტატიების, ფოტოებისა და სოციალური მედიის საშუალებით. იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისთვის ეკონომიკური მიზეზების გამო ძნელია ძვირადღირებული საერთაშორისო მოგზაურობის დაგეგმვა, „ვმ საქართველოს“ სტიპენდიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

ჩვენ გვსურს პირველად მივაწოდოთ ასეთი სტიპენდია სამ მონაწილეს „ვიკიმანია 2020“-თვის, აგრეთვე „ორგანიზაციის“ წევრს სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონალური კონფერენციაზე და შეხვედრაზე დასასწრებად.

ვიკიკლუბები

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია რეგიონალური ვიკიკლუბების განვითარება საქართველოს მასშტაბით. პირველ ეტაპზე ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ რეგიონალური ვიკიკლუბი საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათი ვიკიმედიის მოძრაობაში ინტეგრაციის მიზნით და მეორე ასეთი ვიკიკლუბის განვითარება, უკვე არსებულ კლუბის ბაზაზე.

ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ვიკიმედიის მოძრაობის განვითარებას, ასევე ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზაციას, აგრეთვე ვიკიმედიის პროექტებში მოხალისეთა რაოდენობის გაზრდას.

ვიკიკლუბების განვითარების პირველ ეტაპზე ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ ტექნიკური აღჭურვილობით და კლუბების მოხალისეებისთვის ტრენინგებით.

პროგრამის ამოცანები:

  • ვიკისაზოგადოების მონაწილეობისა და უნარის დონის ამაღლება.
  • მომხმარებელთა შესაძლებლობების გაძლიერება ტექნიკურად და შესაბამისი უნარებით, რაც საჭიროა ვიკიმედიის პროექტებისთვის.
  • ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზაციასა და ვიკიმედიის პროექტებში მოხალისეთა რაოდენობის გაზრდა.


პროგრამის განზომილება:

გაზომვის ერთეული სამიზნე რაოდენობა
პერიოდული შეხვედრების რაოდენობა 4-5
ვიკიკლუბთა რაოდენობა 2
ვიკიკლუბის წევრთა რაოდენობა 45
ტრენინგების რაოდენობა 10
ახლი რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 30
ახალი სტატიები 90

დრო:

  • აგვისტო: ვიკიმანია 2020
  • მთელი წელი: პერიოდული შეხვედრები
  • მთელი წელი: მოხალისეთა ტრენინგი




Wikimedia Community User Group Georgia