ვიკიმედია საქართველოს სტრატეგიული გეგმა/2024-2026
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ (მოკლედ: WMGE ან ვიკიმედია საქართველო) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს „ფონდ ვიკიმედიის“ მომხმარებელთა ჯგუფს. მომხმარებელთა ჯგუფი შეიქმნა 2015 წელს, საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნულ დონეზე ვიკიმედიის პროექტების ხელშეწყობით, ღონისძიებების ორგანიზებითა და მასში მონაწილეობით. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ფონდ ვიკიმედიის პროექტების (ვიკიპედია, ვიკიმონაცემები, ვიკისაწყობი, ვიკიწყარო და ა.შ.) განვითარებას ქართულ ენაზე. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ხალხის დახმარება და წახალისება, საზოგადოებრივ დომენში ცოდნის და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის მასალის შეგროვება, განვითარება და გავრცელება, ან სხვა ლიცენზიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას თავისუფლად გამოიყენოს ცოდნა, განათავსოს და შეცვალოს მისი შინაარსი უფასოდ.
ვიკიმედია საქართველოს ეს სტრატეგიული გეგმა სასიცოცხლო ხელსაწყოა ორგანიზაციისთვის განვითარების კურსის ჩამოსაყალიბებლად, ცვლილებებისადმი ადაპტაციისთვის, რესურსების ეფექტიანად გასანაწილებლად და ჩვენი გრძლევადიანი მიზნების მისაღწევად. ის გადაწყვეტილებათა მიღებისა და მომავლის მკაფიოდ ხედვის სტრუქტურულ ჩარჩოს გვთავაზობს, რაც გადამწყვეტია ორგანიზაციის წარმატებისა და მდგრადობისთვის.
სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს ორგანიზაციის გრძელვადიან მიზნებს, მისიასა და ხედვას. უზრუნველყოფს მკაფიო რუკის შექმნას, თუ რა მიმართულებით განაგრძობს გზას ვიკიმედია საქართველო და რისი მიღწევის იმედი გვაქვს. სტრატეგიული გეგმა ხელს უწყობს, რომ ორგანიზაციის ყველა დონე შესაბამისობაში იყოს ჩვენს მიზნებთან.
სტრატეგიული გეგმის შექმნით, ვიკიმედია საქართველოს შეუძლია უფრო ეფექტიანად გაანაწილოს თავისი რესურსები (ფინანსური, ადამიანური და დროითი). სტრატეგიული დაგეგმვა ასევე გულისხმობს მომავალში წარმოქმნილი პოტენციური რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას. ვიკიმედია საქართველოს შეუძლია შეიმუშაოს სტრატეგიები, რომლებიც ამ საკითხებს ეფექტიანად შეამსუბუქებს ან შესაბამის რეაგირებას მოახდენს მათი წინასწარ გათვალისწინების მეშვეობით.
იმედი გვაქვს, რომ ამ სტრატეგიული გეგმით, ვიკიმედია საქართველო შეძლებს სრულად განახორციელოს მოძრაობის სტრატეგის რეკომენდაციები და მიაღწიოს ამ რეკომენდაცების მიზნებს.