ვიკიმედია საქართველოს სტრატეგიული გეგმა/2024-2026/ბექგრაუნდი
2016 წლიდან, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მოხალისეები აქტიურად ცდილობენ ვიკიმედის პროექტების ქართულ ენაზე განვითარებას და ვიკიმედიის ადგილობრივი მდგრადი ვიკისაზოგადოების შექმნას. 2019 წლიდან, როდესაც „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ საქართველოში არაკომერციულ ორგანიზაციად დარეგისტრირდა, ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღო. მოხალისეთა გუნდმა უფრო აქტიური მუშაობა დაიწყო, რათა ხელი შეეწყო ვიკიმედიის ადგილობრივ მოძრაობას საკუთარი პროგრამებისა და პროექტების სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით.
2020 წლიდან, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ფონდ ვიკიმედიისგან ყოველწლიურ ბიუჯეტებს იღებს, რაც ორგანიზაციას ეხმარება საკუთარი გეგმების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში, რათა ვიკიმედიის ადგილობრიც საზოგადოებაში განვითარდეს ვიკიმედიის პროექტები. ფონდის ფინანსური დახმარებით, ვიკიმედია საქართველომ შეძლო ისეთი პროგრამების დანერგვა, როგორიცაა არარსებული კონტენტის შევსება, ადვოკატირება და პარტნიორობა სამთავრობო სტრუქტურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამას გარდა, ამით გაიზარდა ადგილობრივი ვიკისაზოგადოების მოხალისეთა რაოდენობა.
დღეისათვის, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ აქტიურად ცდილობს განავითაროს და გააუმჯობესოს საკუთარი პროგრამები თუ პროექტები და მაქსიმუმამდე გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობები. ამ კონტექსტში, ორგანიზაცია მომხმარებელთა ჯგუფიდან ე. წ. „ჩაპტერად“ (Chapter) გადაეწყობა. იმედი გვაქვს, რომ „ჩაპტერის“ სტატუსს ორგანიზაცია 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.