Jump to content

Talk:Wikimedia Community User Group Georgia/Bylaws/ka

Add topic
From Meta, a Wikimedia project coordination wiki

ეს წესდება როგორ არის მიღებული? მონაწილეობა ვინ მიიღო?--Zangala (talk) 19:52, 6 September 2019 (UTC)Reply

წესდება მიღებულია ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრების მიერ. ორგანიზაციის საქმიანობა წარიმართება ამავე წესდების მიხედვით, დანარჩენი ყველაფერი გაწერილია წესდებაში. --Mehman 97 23:35, 6 September 2019 (UTC)Reply

როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, ცანგალა. გასაკვირი აღარაფერია. გიო ოქრო (talk) 04:50, 7 September 2019 (UTC)Reply

სურვილი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია აქაც იყოს, რადგან მომავალში მომხმარებლებმა ნახონ, თუ როგორი დარღვევით არის შედგენილი ეს ყველაფერი (გვაბრმავებენ). ჩატარდა Wikimedia Community User Group Georgia/ASBS2019 Voter არჩევნები, სადაც User:Mehman97 იყო კანდიდატი „ფონდი ვიკიმედიას წევრთა არჩევნებისათვის ხმოსნად. მისი არჩევის უფლება მხოლოდ ბორდის წევრებს აქვთ და აქედან გამომდინარე:მაინტერესებს ბორდის ჯგუფი როდის არის არჩეული და რა პირობებში?

ბორდის ჯგუფი არჩეულ იქნა არჩევნების გარეშე, მხოლოდ მომხმარებლის სახელების შეცვლით: Wikimedia Community User Group Georgia: განსხვავება გადახედვებს შორის და Wikimedia Community User Group Georgia: განსხვავება გადახედვებს შორის).

სამწუხაროდ ქართულ მეტა-ვიკიზე ისევე როგორც ქართულ ვიკიპედიაში დემოკრატიისგან ძალზე, ძალზე შორს ვართ.--Zangala (talk) 13:11, 7 September 2019 (UTC)Reply

მაინტერესებს კენჭისყრაში ვის არ აქვს მონაწილეობის უფლება.--Zangala (talk) 11:15, 21 October 2019 (UTC)Reply

კენჭისყრა

[edit]

@Mehman97: რადგანაც „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ წესდება შენი შემოტანილია ამიტომ მოგმართავ პირადად შენ. ვერ მივაგენი კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შესახებ. იქნებ მიმითითო. მადლობა.--Zangala (talk) 19:46, 21 October 2019 (UTC)Reply

კონკრეტულად რა ვერ გაიგე? ყველაფერი დეტალურად წერია წესდებაში, გაეცანი მას ყურადღებით. --Mehman 97 21:33, 21 October 2019 (UTC)Reply
კენჭისყრაში ვის არ შეუძლია მონაწილეობა (კონკრეტულად ეს მაინტერესებს). მადლობა.--Zangala (talk) 09:00, 22 October 2019 (UTC)Reply
ვინც არ არის ორგანიზაციის წევრი, წაიკითხე წესდების მე-7 მუხლი. --Mehman 97 11:52, 22 October 2019 (UTC)Reply
გახსოვს შენ რომ მითხარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. ეს სად წერია? (ეს ხომ ბორდის არჩევას ეკუთვნის?) Wikimedia Community User Group Georgia/ASBS2019 Voter. კონფერენციაზეც თქვი, რომ ბორდი დროებითია. ოკ. ეს ორგანიზაციის შესახებ არის.--Zangala (talk) 18:24, 22 October 2019 (UTC)Reply
მე არსად მითქვამს საქართველოს მოქალაქეებს რომ აქვთ მარტო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კონფერენციაზე ვთქვი, რომ ამ მომენტისთვის მუშაობს დროებითი ბორდი, მუდმივი წევრებით დაკომპლექტებული, დეკემბერში მუდმივ წევრებს შეემატება კიდევ 3 წევრი და ის უკვე იქნება სრულყოფილი ბორდი. რა არის აქ გაუგებარი? --Mehman 97 18:55, 22 October 2019 (UTC)Reply
კონფერენციაზე არა, პირად საუბარში. ოკ, ეს მაინტერესებდა. ე. ი. მე მაქვს ხმის მიცემის უფლება. ალბათ წევრობის უფლება არ მაქვს როგორც უცხოეთის მოქალაქე? შეიძლება გამეხუმრე.--Zangala (talk) 19:04, 22 October 2019 (UTC)Reply
ორგანიზაციაში წევრობის უფლება გაქვს, ზუსტად ამის გამო გაქვს ხმის უფლება. მოქალაქეობრივად შეზღუდული იქნება მხოლოდ ბორდის წევრობა. --Mehman 97 20:02, 22 October 2019 (UTC)Reply
მადლობა პასუხისთვის. გთხოვ მიმითითო კანონი, სადაც წერია რომ უცხოეთის მოქალაქეს არ აქვს ბორდის წევრობა.--Zangala (talk) 08:19, 23 October 2019 (UTC)Reply
დაიდება დამფუძნებელი წევრების გადაწყვეტილება და გაეცნობი. --Mehman 97 09:36, 23 October 2019 (UTC)Reply
ეს უკვე ვერ გავიგე. ბორდის წევრად Wikimedia Community User Group Georgia/ASBS2019 Voter რატომ არ შემიძლია საკუთარი თავის წარდგენა? თვენ ვინ აგირჩიათ?(ორგანიზაციის შექმნას არ ვგულისხმობ). რომელ წესში წერია, რომ უცხოეთის მოქალაქეებს არ აქვთ შესვლის უფლება? მანამდე სად წერია რომ შემოსვლა არ შემიძლია? მერე რას მიიღებთ — ეს სხვა საკითხია. --Zangala (talk) 10:31, 23 October 2019 (UTC)Reply
წაკითხულის გააზრებასთან გაქვს პრობლემა, წესდებას კარგად გაეცანი. --Mehman 97 11:52, 23 October 2019 (UTC)Reply
გთხოვ მიმითითო მუხლი, სადაც ვერ გავეცანი წესდებას და ვერ გავიაზრე. შენ თვითონ წერ, რომ „ორგანიზაციაში წევრობის უფლება გაქვს, ზუსტად ამის გამო გაქვს ხმის უფლება. მოქალაქეობრივად შეზღუდული იქნება მხოლოდ ბორდის წევრობა “ და „დაიდება დამფუძნებელი წევრების გადაწყვეტილება და გაეცნობი“. ე. ი. ჯერ არ არის, ხოლო აპირებთ შეზღუდვას. ისმის კითხვა რატომ? რის საფუძველზე?--Zangala (talk) 17:34, 23 October 2019 (UTC)Reply

მხოლოდ ინფორმაციისთვის

[edit]

@BRUTE: @Deu: @MIKHEIL: @SHOTHA: @Otogi: @Jaba1977: @George.G: @David1010: @პაატა შ: @Giorgi Balakhadze: @GiorgiXIII: @Tokoko: @Giorgi13: @Gaga.vaa: @Saliner: @Fiqriasidamonize: @გიორგი ჩუბინიძე: @იაკობ მახარაძე: @Nina1009: @ზურა6446: @Beqabai: @Marikuna-115: @AkakiBalanchivadze: @Mariam Xuchua: @Giga Doguzovi: @Cercvadze2001: @Surprizi: @გიო ოქრო: @Ninoshubitidze: @NikaBarbakadze: @Luka shenko1994: @Gobrona:@ჯეო:@Vano3333: გაეცანით. ბორდი არჩეულია ჩვენს გარეშე. და ამხელა მედიავიკში თუ არ ხარ საქართველოს მოქალაქე (ამჟამად ვგულისხმობ ჩემს თავს) არ გაქვს უფლება რომ გახდე ბორდის წევრი. მაგრამ ამის წესი არ არსებობს. განუკითხაობა!!! ამდენი ენების მქონე ვიკი-მედიაში მოქალაქეობის სტატუს რომ უყურებ... --Zangala (talk) 11:07, 23 October 2019 (UTC)Reply

ქართული ვიკის „დემოკრატია“ ასეთია, ასე გადაწყვიტეს ზევით:)) გიო ოქრო (talk) 11:15, 23 October 2019 (UTC)Reply

@Mehman97:; @MIKHEIL:; @Jaba1977:; @David1010:; @MIKHEIL: - გამარჯობა, თუ შეიძლება ორგანიზაციის წევრების სია მოგვაწოდეთ. --პაატა შ (talk) 13:59, 24 October 2019 (UTC)Reply

ორგანიზაციაში არავინ არ არის დარეგისტრირებული (გარდა დამფუძნებელი წევრებისა), როდესაც დაიწყება რეგისტრაცია და ყველა რეგისტრაციას გაივლის, მხოლოდ მაშინ იქნება ეგ სია. --Mehman 97 14:18, 24 October 2019 (UTC)Reply
მაშინ ასეთი კითხვა გამიჩნდა, რატომ ჩთვალეთ, რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები. ეს ლეგიტიმაცია საიდან მიიღეთ. არ ჩთვალოთ რომ ვინტრიგნობ (მე არ მაქვს დამფუძნებლობაზე პრეტენზია) მაგრამ შეიძლება სხვა ვიკის რედაქტორებსაც ქონოდათ სურვილი. რატომ მაინდაცადამაინც ჩემგან პირადად პატივსაცემი ეს ხუთი ადამიანი? --პაატა შ (talk) 08:37, 25 October 2019 (UTC)Reply
ეს კითხვა ყველა ზემოთ ხსენებულს გეხებოდათ: @Mehman97:; @MIKHEIL:; @Jaba1977:; @David1010:; @MIKHEIL: --პაატა შ (talk) 10:47, 29 October 2019 (UTC)Reply

@პაატა შ: ხომ გაგიგია „сам играй и сам танцуй“. ვიკი-მედია და ვიკიპედიაც ამათ ხელში იქნება. შექმნეს ორგანიზაცია, მიიღებენ ისეთ დადგენილებებს როგორც თვითონ აწყობთ. მაგ. უცხო მოქალაქეებს აქვთ შეზღუდული პირობები. წარმოიდგინე, ამხელა ორგანიზაციაში, სადაც ამდენი უცხო მოქალაქეებია თანაბარ პირობებში არ იქნებიან. --Zangala (talk) 16:44, 24 October 2019 (UTC)Reply