Jump to content

ციფრული უსაფრთხოების საკითხები ვიკიმედიელებისთვის

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
This page is a translated version of the page Digital Safety Considerations for Wikimedians and the translation is 100% complete.

თქვენი ვიკიმედიის მომხმარებლის სახელი

ვიკიმედიის პროექტებში მომხმარებლის სახელებს საკმაოდ უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ და იმთავითვე საჯაროდ არის ხილული. ღია რედაქტირებასთან ერთად, რომელიც ყოველ რედაქტირებას აღრიცხავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის იდენტიფიცირება შეიძლება შედარებით იოლი იყოს. ამიტომ,

  • არ გამოიყენოთ რეალური სახელი ან ისეთი სახელი, რომელიც შეიძლება თქვენს რეალურ პიროვნებაზე მიუთითებდეს (მაგალითად, დაბადების თარიღი, წელი ან მშობლიური ქალაქი)
  • გამოიყენეთ მომხმარებლის სახელი, რომელიც განსხვავდება ინტერნეტში თქვენი სხვა მომხმარებლის სახელებისგან
  • ეცადეთ, თავი აარიდოთ მხოლოდ ისეთი თემების რედაქტირებას, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს პიროვნებასთან — მაგალითად, ამჟამინდელი ან ყოფილი სასწავლებლები, თქვენი მშობლიური ქალაქი, შენობა, რომელშიც ცხოვრობთ, ადგილი, სადაც რელიგიურ ცხოვრებას ეწევით.

არ დაარედაქტიროთ IP მისამართით

IP მისამართი ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის კრიტიკული ნაწილია, ისეთი, როგორიც სახლის მისამართი რეალურ ცხოვრებაში. ის უნიკალური მისამართია, რომელიც აიდენტიფიცრებს თქვენი მოწყობილობის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას. ამიტომ, რათა არ გასცეთ ეს მისამართი, ეცადეთ, არ დაარედაქტიროთ IP მისამართით. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია.

დარწმუნდით, რომ შესვლის შეტყობინებები ჩართული გაქვთ

შესვის შეტყობინებები ციდრული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან გატყობინებთ ვიკიმედიის ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ შესვლის შეტყობინებები ვიკიმედიის პროექტებში საწყის კონფიგურაციად არის დაყენებული როგორც ვებით, ისე ელფოსტით, დარწმუნდით, ოდესმე ხომ არ გათიშეთ ეს ფუნქცია. ამისათვის გამოიყენეთ ეს ინსტრუქცია — Help:Login notifications

სურათები ვიკიმედიის პროექტებზე

სურათები ხშირად მეტს ამბობს, ვიდრე ათასობით სიტყვა — ვიკისაწყობში ფოტოების ატვირთვისას, ფრთხილად იყავით იმ „უხილავ“ ინფორმაციასთან, რომელიც EXIF მონაცემების ფორმით ახლავს თან. EXIF-მონაცემები შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ფოტოს გადაღების დროის, თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ, აგრეთვე გადამღები მოწყობილობის დეტალებს. ატვირთვისას, ვიკისაწყობი ინარჩუნებს ფოტოსთან დაკავშირებულ EXIF მონაცემებს. ამის შემდეგ, ამ მონაცემების შეცვლა ან წაშლა ძალიან რთულია; დარწმუნდით, რომ ამატებთ მხოლოდ საჭირო ან რელევანტურ ინფორმაციას (იხილეთ Commons:Exif). ამას გარდა, ვიკისაწყობში ატვირთული ფოტოების გამოყენება ყველას თავისუფლად შეუძლია. მათ შორის არის თქვენი და თქვენი კოლეგების ფოტოები რომელიმე ვიკიღონისძიებიდან, საპროტესტო აქციებიდან. ლიზენციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია Reusing content outside Wikimedia.

გახსოვდეთ, ვიკიპედია მუდმივია

ვიკიპედია სამუდამო ჩანაწერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც დააჭერთ ღილაკს „გამოქვეყნება“, ინფორმაცია სამუდამოდ ხილული და საჯაროდ დაკავშირებული იქნება თქვენს ანგარიშთან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რედაქტირება გააუქმოთ და დამალოთ გამოქვეყნებული ვერსიიდან, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც რჩება ვერსიის ისტორიაში და სულაც არაა რთული მისი მოძიება იმ ადამიანებისთვის, ვინც იციან, როგორ მუშაობს ვიკიმედიის პროექტები. ამიტომ, გამოქვეყნებამდე კარგად დაფიქრდით და დარწმუნდით, რომ არ აზიარებთ რაიმე პერსონალურ ინფორმაციას. მეტი ინფორმაცია იხილეთ სტატიაში — Wikipedia:Wikipedia is in the real world.

არის თუ არა რაიმე პერსონალური ინფორმაცია, რომელიც უნდა შეზღუდოთ ვიკიმედიის პროექტებში?

ატვირთეთ თქვენი თავის ფოტო? ან მიუთითეთ თუ არა თქვენი ტელეფონის ნომერი თქვენს მომხმარებლის გვერდზე? ან ატვირთეთ დოკუმენტი, რომლის გავრცელებაც თქვენს იურისდიქციაში სამართლებრივ შედეგებს იწვევს? ძალიან მკაცრი საზღვრებში, შეგიძლიათ ითხოვოთ პლატფორმაზე გარკვეული ინფორმაციის „ჩახშობა“. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ suppression policy-ში, ამ გვერდზე კი შეგიძლიათ გააკეთოთ მოთხოვნა (request suppression).

პაროლები მნიშვნელოვანია, ვიკიმედიის პროექტებში კი კიდევ უფრო მეტად

პაროლები მნიშვნელოვანია, რადგან გიცავთ თქვენს ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომისგან. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერია თქვენი პაროლი, მით მეტად ხართ დაცული. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმების უმეტესობა დაცვის მეორე ხაზის სახით გვთავაზობს two/მრავალფაქტორიან ავტორიზაციას, ვიკიმედიის პროექტებში ეს ფუნქცია შეზღუდულია. შედეგად, ამ პროქტებში უფრო მნიშვნელოვანია პაროლების კარგი ჰიგიენა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია: Wikipedia:User account security

ვიკიმეილი

სერვისი ვიკიმეილი კოლეგე ვიკიმედიელებთან გარკვეულწილად პრივატული კომუნიკაციის საშუალებად ითვლება, მაგრამ აუცილებელია იცოდეთ რისკებიც. ვინაიდან მეილის გაგზავნა იგივე საფოსტო მარკის გაგზავნაა, ფრთხილად მოეპყარით ინფორმაციას, რომელსაც აგზავნით, რადგან ის კომუნიკაციის დაცული არხი არ არის. ამ სერვისის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ სტატიაში: See Wikipedia:Emailing users.

ფონდ ვიკიმედიის გამჭვირვალობის ანგარიში

მთავრობები და გავლენიანი ხალხი მეთელ მსოფლიოში ცდილობენ, აკონტროლონ ან/და გავლენა მოახდინონ ონლაინ ინფორმაციის ნაკადზე, მათ შორის, ვიკიმედიის პროექტების კონტენტზე. ფონდი ვიკიმედია ხშირად იღებს მოთხოვნებს პროექტებში კონტენტის შეცვლის ან წაშლის შესახებ, ასევე მომხმარებელთა შესახებ არასაჯარო ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი ყოველ ასეთ მოთხოვნას ზედმიწევნით უკუაგდებს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოქმედებს ტქვენი კანონმდებლობა ასეთ მოთხოვნებზე; შედეგად, უკეთესად შეაფასებთ თქვენი საფრთხის ლანდშაფტს. ფონდი ვიკიმედია გამჭვირვალობის ანგარიშს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს. შეგიძლიათ იხილოთ აქ.